23 ოქტომბერი 2019,   11:56
ვრცლად
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმე - სასამართლოში დაკავებული შვიდი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ 

საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული შვიდი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.  

სახელმწიფო ბრალდება საქმეში მონაწილეების მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომა დახურულია.

საუბარია არასრულწლოვნის ტრეფიკინგის და არსრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების სქემას, რის გამოც, სამართალმდაცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა. დაკავებულთა შორის უცხოეთის და საქართველოს მოქალაქეები არიან. გამოძიების ინფორმაციით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულთა შორის არიან დანაშაულის ორგანიზატორები, არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და მათი ნათესავები. 

 

 

 

 

დღის ამბები