10 დეკემბერი 2019,   22:33
ვრცლად
ქართველი სუმოისტებისთვის აკო ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა

ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება იზეიმა იაპონიაში. აკი ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მაეგაშირა, ტომოკაძეს წინააღმდეგ, რომელიც ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

ეს გამარჯვება ტოჩინოშინისთვის ბაშოზე მეორე გამოდგა და მისი ბალანსი 2-3-ზეა. ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა, ტამავაში იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 18:10-ზე აქვს. კიდევ ერთმა ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ გაიმარჯვა. მან აკი ბაშოს მე-5 საშეჯიბროს დღეს მე-3 გამარჯვება ჯიუროს მე-11 ნომერ ჩიონოუმისთან მოიპოვა. ჯუღელმა მოწინააღმდეგეს ოშიდაშის ილეთით სძლია. მას ჯიუროს დივიზიონში დასარჩენად 5 გამარჯვება აკლია.

დღის ამბები