10 დეკემბერი 2019,   22:16
ვრცლად
პირველი კომენტარები ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შემდეგ

ქვეყანაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა. "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა თანამოაზრეებთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მამუკა ხაზარაზის თქმით, ახლა დროა ქვეყანას არა ერთი ადამიანი, არამედ ლიდერები მართავდნენ. ხაზარაძის განცხადებით, ახალი პოლიტიკური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. 

,,სახელი ჩვენ შევარჩიეთ, ეს არის ძველი ქართული სახელი. ინსპირაცია მოგვცა გალაკტიონის ლექსმა. ეს არის სახელი, რომელიც არის შედეგზე ორიენტირებული. ეს არის სახელი, სადაც ქართველებმა უნდა გავიტანოთ და დავდოთ ჩვენი ლელო. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დადოს თავისი ლელო, ეს არის უმნიშვნელოვანესი. დამთავრდა ქვეყანაში აზროვნება და ერთი კაცის იმედად ქვეყნის გადარჩენის ჩამოკიდება. ეს პროცესი თუ არ დამთავრდა, ჩვენს ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებისთვის, პირდაპირ, მთელი სერიოზულობით ვაცხადებთ ამას. იმიტომ, რომ ამ პარტიაში, ამ მოძრაობაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული თავისი მოღვაწეობით სხვადასხვა სფეროში, ქვეყნის სხვადასხვა დისციპლინებში და ინდუსტრიებში. არავისთან არ ვითანამშრომლებთ. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე, ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე. ჩვენ ყველასთან ვისაუბრებთ, მთელ სპექტრს გავესაუბრებით ბუნებრივია, მაგრამ არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე. ეს ჩვენი მოძრაობა არის მიმართული დღეიდან ხვალინდელი დღის პერსპექტივაზე, მიმართული არის საკითხების გადაწყვეტაზე და ვერანირი წინააღმდეგობა, პიროვნული ჩემს მიმართ თუ მოძრაობის მიმართ, ვერ შეუშლის ხელს იმ მიზნების განხორციელებას, რომელიც ჩვენ დავისახეთ და რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. ჩვენი ანგარიშები არის გაყინული, მაგრამ მინდა გითხრათ, ცარიელი ხელებით, ჩვენი გულით, ჩვენი შემართებით, ჩვენი მეგობრების გვერდში დგომით ჩვენ ამ საქმეს გავიყვანთ ბოლომდე,’’-მამუკა ხაზარაძე 

ხაზარაძის მთავარი თანამოაზრე აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მათზე უკვე ერთი წელია მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი რეპრესიები, რომლებიც მათ პოლიტიკურ გეგმებს ვექტორს ვერ შეუცვლის. ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ახლა მთავარია, ქვეყანა გაერთიანდეს. 

"რეპრესიები მიმდინაორებს სრულმასშტაბიანი ჩვენს მიმართ. უკვე ერთი წელიწადია არ დარჩენილა სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც არ განეხორციალებინა ეს რეპრესია, თავისი ასე ვთქვათ მიმართულებით. ველდოებით, შესაძლოა ეს რეპრესიები გაღრმავდეს, მაგრამ ეს ჩვენ ვერ შეგვაფერხებს, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია ამ ქვეყნისთვის აუცილებელია სხვა იმპულსის შემოტანა, გამაერთიანებელი იმპულსის შემოტანა, უნდა დავანებოთ ერთმანეთის იარლიყების და სამშობლოს მტრების ძახილი, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად დამანგრეველი და სახელმწიფოს დამანგრეველი" - აღნიშნა, ბადრი ჯაფარიძემ. 

საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა ითანამშრომლებს მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ ღირებულებებს გაიზიარებენ. 

"ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული მიზნები და ხედვები, მოგახსენეთ, რომ ეს არის გამარჯვებული ქვეყნის შენება და შექმნა. შესაბამისად, ვითანამშრომლებთ ყველასთან ვისაც აქვს ჩვენი მსგავსი ღირებულებები და ვინც გვეთანხმება, რომ ქვეყანა არი სშსაცვლელი და ის, რაც აქამდე ხდებოდა ამ სახელმწიფოში არ არის მისაღები, მოსაწონი და საკმარისი იმისთვის, რომ გამარჯვებულ ქვეყნად ვიქცეთ. ყველა ვინც ამ მიზანში შემოგვიერთდება მასთან ვითანამსღომლებთ."- განაცხადა, ანა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები