15 ოქტომბერი 2019,   21:13
ვრცლად
მევენახეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

გურჯანიის რაიონის სამი სოფლის მოსახლეობის შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეთანხმების გარეშე დასრულდა. მევენახეების პროტესტი, ყურძნის დაბალმა ფასმა გამოიწვია. მოსახლეობას პრეტენზია  ასევე იმასთან დაკავშირებით აქვს, რომ ღვინის ქარხნებს, ყურძნის ჩაბარება ჯერ არ დაუწყიათ.

სოფელ ზეგაანის ცენტრში სამი სოფლის მოსახლეობის შეკრების შემდეგ მათ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და რთველი 201-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი შეხვდათ. სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყურძნის ფასის რეგულირებაში ვერ ჩაერევა და და ყურძენზე არსებული ღირებულება, თავისუფალ საბაზრო პროცესზე მიანიშნებს. საკორდინაციო შტაბის ხელმძღვანელითვის ადგილობრივების პრეტენზიები გაუგებარია. ლევან მუხუზლას თქმით, ყურძნის გადამუშავების პროცესში 50 ქარხანა უკვე აქტიურადაა ჩართული. ამ დროის მონაცემებით, 1კგ რქაწითელის ჯიშის ღირებულება 70 თეთრია, ხოლო 1კგ საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 2,50 ლარამდე მერყეობს.

დღის ამბები