22 სექტემბერი 2019,   08:30
ვრცლად
საპროტესტო აქცია გერმანიის საელჩოსთან
საპროტესტო აქცია გერმანიის საელჩოსთან - ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით საელჩოს მიმართეს.
 
აქციაზე შეკრებილ ოჯახის წევრებს პანკისის მაცხოვრებლების ნაწილიც შეურთდა. ისინი ადგილზე  მოკლული ხანგოშვილის ფოტოსურათებითა და ტრანსფარანტებით მივიდნენ. 
 
 
ზელიმხან ხანგოშვილის ახლობლები გერმანიის საგმოძიებო უწყებებს მოუწოდებენ, რომ მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი და თანამზრახველები არ გადასცენ რუსულ მხარეს. აქციის მონაწილეები ასევე ხანგოშვილის ოჯახის წევრებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. პანკისელებს გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ და განუცხადეს, რომ საქმე ეფექტიანად იქნება გამოძიებული.
დღის ამბები