20 სექტემბერი 2019,   09:25
ვრცლად
ვტოვებ "რუსთავი 2-ს," მაგრამ ვიტოვებ იმედს რომ ისევ შევხდებით - მიშა სესიაშვილი

"რუსთავი 2" "კურიერის" წამყვანმა მიშა სესიაშვილმა დატოვა. ის მაყურებელს დაემშვიდობა და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2-ში" ტოტალური წმენდა დაიწყო.

„წითელი ხაზები გადაკვეთილია. "რუსთავი 2-ში" ტოტალური წმენდა დაიწყო. ეს ჩემთვისაც დასასრულია, დასასრული ისეთი "რუსთავი 2-ის," რომელიც მიყვარდა და რომელსაც აფასებდა მაყურებელი 12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი გუნდდთან, რომელიც გაცილებით მეტი იყო ვიდრე სამსახური, რომელიც იყო ოჯახი, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა, ბრძოლაში გამოწრთობილი ადამიანების ერთობა, რომელიც ქმნიდა თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში და საუკეთესი სატელევიზიო პროდუქტს. მე დღეს ვტოვებ "რუსთავი 2-ს," მაგრამ ვიტოვებ იმედს რომ ისევ შევხდებით ბრძოლა გრძელდება უკეთესი მომავლისთვის, თავისუფალი საქართველოსთვის,“ - განაცხადა მიშა სესიაშვილმა.

დღის ამბები