22 სექტემბერი 2019,   07:36
ვრცლად
ესპანეთში ხანძარს ებრძვიან - სტიქიის ზონიდან მოსახლეობა ევაკუირებულია

კანარის კუნძულების გარდა ხანძარს ებრძვიან ესპანეთის სამხრეთშიც. ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა ანდალუსიაში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ ესტეპონასთან ახლოს მდებარე ტყეში.

ხანძრის ქრობაში 200 კაციანი სამაშველო ჯგუფი და ავიაციაა ჩართული. უკვე რამდენიმე დღეა ცეცხლის კერების ლოკალიზებას ცდილობენ კუნძულ გრან კანარიაზეც, სადაც ხანძარმა უკვე პარკის ტერიტორიას მიღწია. სტიქიის ზონიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

დღის ამბები