22 სექტემბერი 2019,   08:00
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მსხვერპლით დასრულდა. სოფელ რუხში, „ფორდის“ მარკის სატვირთო ავტომანქანას მოტოციკლი შეეჯახა.

მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები