20 სექტემბერი 2019,   09:15
ვრცლად
ტყის ხანძრები კანარის კუნძულებზე - სტიქიის გამო, 9 ათასი ადამიანია ევაკუირებული

კანარის კუნძულებიდან ტყეებში გაჩენილი ხანძრის გამო უკვე, 9 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ცეცხლი ქალაქ ტეხედას მახლობლად გაჩნდა და რამდენიმე მიმართულებით გავრცელდა.

სტიქიის ლოკალიზება მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება. დამწვარია 6 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი. ხანძარი კუნძულის სანაპირო ზოლთან შედარებით უფრო მეტ ზიანს მთიან რაიონებს აყენებს. სამაშველო ოპერაციაში 700-ზე მეტი მაშველი და 20-მდე სახანძრო ვერტმფრენია ჩართული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები