20 სექტემბერი 2019,   09:50
ვრცლად
შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში - მაკრონი და პუტინი გლობალურ საკითხებს განიხილავენ

საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი გლობალურ საკითხებს განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაა.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აუცილებლობად მიიჩნევს ნორმანდიის ფორმატში შეხვედრის ჩატარებას, რადგან სურს, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება დაჩქარდეს.

"ნორმანდიული ფორმატის" აღდგენას მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინმაც და განაცხადა, რომ ნებისმიერ შეხვედრას ამ ფორმატში კონკრეტული შედეგი უნდა მოყვეს.

რუსეთის პრეზიდენტს შეკითხვა დიდ შვიდეულთან თანამშრომლობაზეც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ პარტნიორებთან კონტაქტს სასარგებლოდ მიიჩნევს. ემანუელ მაკრონმა კი დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნების მთავარ პირობად სწორედ უკრაინის საკითხის მოგვარება დაასახელა.

დღის ამბები