21 აგვისტო 2019,   23:52
ვრცლად
შიდა კულუარებში ისმის, ვაღიაროთ თუ არა აფხაზეთი დამოუკიდებლად - ოქრუაშვილი ივანიშვილის გუნდის განზრახვაზე

„ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ამ ქვეყნის ჩაბარება რუსეთზე. შიდა კულუარებში, შიდა სამზარეულოში ისმის, ვაღიაროთ თუ არა აფხაზეთი დამოუკიდებლად,“ - ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი მიზნის განხორციელებას "რუსთავი 2-ის" წაღებით დაიწყებს.

„ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ამ ქვეყნის ჩაბარება რუსეთზე. უკვე მათ შიდა კულუარებში, შიდა სამზარეულოში ისმის, ვაღიაროთ თუ არა აფხაზეთი დამოუკიდებლად. 20 ივნისის მოვლენებმა ასევე აჩვენა მათი დამოკიდებულება საგარეო ვექტორებთან მიმართებაში. ივანიშვილს ამის უფლება თუ მიეცა, მაშინ ეს ქვეყანა აღარ იქნება ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს და მე ამას ასე ვუყურებ, რომ მე მინდა, ამ ქვეყანაში ჩემმა შვილებმა იცხოვრონ და თუ უნდა იცხოვრონ, უნდა იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში,“ - ამბობს ოქრუაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები