24 აგვისტო 2019,   02:43
ვრცლად
ეკონომიკური კრიზისი მწვავდება - ექსპერტები ერთი დოლარის ღირებულების სამ ლარამდე გაზრდას მოელიან

ეკონომიკური კრიზისი სულ უფრო მწვავდება და მთავარ ფაქტორად კვლავ ლარის კურსი რჩება. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 დოლარის ფასი 2.89 ლარია, კომერციულ ბანკებში კი - 2 ლარი 95 თეთრია.

ახლო მომავალში ეკონომისტები ერთი დოლარის ღირებულების სამ ლარამდე გაზრდას ვარაუდობენ, რასაც მათივე პროგნოზით, ფასების გარდაუვალი ზრდა მოჰყვება.
ლარის ასეთი სწრაფი გაუფასურება მალე ენერგომატარებლების ფასებზე აისახება. თუ ეროვნული ვალუტა არ გამყარდება, ოპოზიციონერი დეპუტატები გაზისა და დენის გადასახადის ზრდას აანონსებენ.

გაძვირების ახალ ტალღას არ გამორიცხავს "ქართული ოცნების" წევრთა ნაწილი, რომელიც ენერგომატარებლების ფასის ზრდაზე საუბრობს. მმართველი პარტიის ძირითადი ეკონომიკური გუნდი, მთავრობა და ეროვნული ბანკი კვლავ დუმილს ინარჩუნებენ. 

დღის ამბები