22 აგვისტო 2019,   00:40
ვრცლად
ფაქტობრივად, არასწორია, რომ ადგილზე დემონსტრანტების მიმართ გაფრთხილება, თუნდაც ერთხელ მაინც გაკეთდა - სოფო ვერძეული

20 ივნისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილის განცხადებას, რომელმაც აქციის დარბევაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომიტინგეები არ გაუფრთხილებიათ, მესამე სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

საქმე ეხება შს მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებას, როდესაც კახა საბანაძემ Ipn-თან აღიარა, რომ აქციის დარბევამდე მათ არ გაუფრთხილებიათ მოქალაქეები, რადგან აზრიც არ ჰქონდა. გიორგი გახარია კი სამი დღის წინ ამტკიცებდა, რომ ვიდრე ხალხს დათვის შემაკავებელ ტყვიებს ესროდა და წიწაკის გაზით გაუსწორდებოდა, სამჯერ გააფრთხილეს.

აქციის დარბევამდე მოქალაქეები რომ არ გაუფრთხილებიათ, ამაზე საუბრობს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული. მისი თქმით, დემონსტრანტები დაშლასთან დაკავშირებით არავის გაუფრთხილებია და განცხადებები, რომ, თითქოს, 4-ჯერ გააფრთხილეს, არასწორია.

Image result for სოფო ვერძეული„აქციის მონაწილეები არ გაუფრთხილებიათ და ამას მოწმობს ყველა წყარო, რომელიც არსებობს, საჯარო წყაროებში არსებული ვიდეოკადრები... ამიტომ, არასწორია ინფორმაცია, ფაქტობრივად ,არასწორია, რომ ადგილზე დემონსტრანტების მიმართ გაფრთხილება ,თუნდაც ერთხელ მაინც გაკეთდა. მედიაში, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული განცხადებები, რა თქმა უნდა, არ ითვლება დემონსტრანტების გაფრთხილებად. ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა თანამდებობის პირი ავრცელებდეს, რომ სამჯერ, ოთხჯერ ან მეტჯერ მოხდა დემონსტრანტების გაფრთხილება, უბრალოდ, არასწორია. ისიც არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ გვყავს ამდენი მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშავებული,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

აქციაზე იმყოფებოდა და დარბევამდე გამაფრთხილებელი განცხადება არ მოუსმენია წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორს, მარიამ ჯიშკარიანს. სახელისუფლებო რგოლის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მოსმენის შემდეგ მარიამ ჯიშკარიანს ეფექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

Image result for მარიამ ჯიშკარიანი„არანაირი გაფრთხილება არ მომისმენია პირადად მე და არც არავის. სრულიად მოულოდნელად მოხდა ეს დარბევა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და რამდენადაც თვითონ ვიხილე ეს ყველაფერი, მოხდა დარბევა სწორედ იმ დროს, როდესაც ხალხი აღარ იყო და დაშლილი იყო, პრაქტიკულად. შესაბამისად, ასეთი წინასწარი განცხადებები მაღალი თანამდებობის პირებისგან, ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ გამოძიება იქნება არაეფექტური,“ - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები