21 აგვისტო 2019,   23:52
ვრცლად
მინდა, ყველას ვთხოვო, მისცენ კომისიას და შესაბამის უწყებებს ნორმალურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა - პრემიერი გარეჯის საკითხზე

ეს ძალიან ფაქიზი თემაა და მინდა, ყველას ვთხოვო, მისცენ კომისიას და შესაბამის უწყებებს ნორმალურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა - საქართველოს პრემიერი დავით გარეჯში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

პრემიერის თქმით, კომისია უახლოეს კვირებში განაახლებს მუშაობას, მანამდე კი მამუკა ბახტაძის განცხადებით, შესავამისი უწყებები მუდმივ კომუნიკაციაში არიან.

„კომისია უახლოეს კვირებში განაახლებს მუშაობას. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ანგარიში, კომისიის შეხვედრის, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში და შესაბამისი უწყებები არიან კონტაქტურ თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში ორი დღის უკან იყო სამწუხარო ინციდენტი, მოგეხსენებათ, რომელიც ამოწურულია. კიდევ ერთხელ მსურს, ყველას მივმართო, ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი, ძალიან მგრძნობიარე თითოეული ჩვენგანისთვის, მინდა, ყველას ვთხოვო, რომ მისცენ საშუალება კომისიას და შესაბამის უწყებებს, გააგრძელონ მუშაობა ნორმალურ რეჟიმში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები