22 აგვისტო 2019,   00:15
ვრცლად
ეს არ იყო გამოკითხვა, ეს იყო ოფიციალურად დაკითხვა - ბაჩუკი ქარდავა

„ეს არ იყო გამოკითხვა, ეს იყო ოფიციალურად დაკითხვა,“ - ეს განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა დასრულდა. ქარდავა გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა.

„ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იყო გამოკითხვა, მაგრამ მე დაკითხვის დასრულების დროს, ვკითხე მოსამართლეს და დამიდასტურა, რომ ეს იყო მოწმის დაკითხვა. კონკრეტულად პოლიციელების გადაცდომაზე საუბარი არ ყოფილა და არც არავის გადაცდომაზე არ ყოფილა საუბარი. ისინი ინტერესდებოდნენ, სად ვიყავი მე, რას ვაკეთებდი, ვხვდებოდი თუ არა პოლიტიკოსებს, მქონდა თუ არა რამე განსაკუთრებული მოლაპარაკებები ვინმესთან და ა.შ. ყველა აინტერესებდა, ვინ სად იყო და რას ვაკეთებდით, რამდენად ვიყავით დაორგანიზებულები. არ ვიცი, ხელისუფლებას თუ უნდა იმ სამართლიან, სპონტანურ პროტესტს, რომელიც გამოხატა ქართველმა ხალხმა, რაღაც ორგანიზებული ჯანყის ფორმა მისცეს და ამით თავი გაიმართლოს 20 ივნისთან დაკავშირებით, არ ვიცი, მაგრამ მე მათ დავუდასტურე ის ფაქტიც, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც ვხედავდით ძალიან მაღალ ემოციას ხალხში, დავთანხმდით იმას, რომ რამდენიმე ლიდერი შესულიყო და ეწარმოებინა მოლაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა ქარდავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები