22 აგვისტო 2019,   00:02
ვრცლად
რეფორმა ნარკოპოლიტიკის სფეროში არ გატარებულა - EMC ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრებულების შეწყალებას ითხოვს

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხორციელებამდე იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის სასჯელს იხდიან, ამნისტიის ან შეწყალების მექანიზმის გამოყენებას ითხოვს. EMC მიუთითებს, რომ ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებამ ნარკოპოლიტიკაში ცვლილებებზე უარი თქვა და კანონპროექტი დღის წესრიგიდანაც მოხსნა.

„ბოლო წლის განმავლობაში ფუნდამენტური რეფორმა ნარკოპოლიტიკის სფეროში საქართველოში არ გატარებულა და ხელისუფლება რჩება იმ რეჟიმში, როდესაც ის ტექნიკურად აღასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. თუმცა არ მიდის ამაზე შორს და არ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ, სისტემურ ცვლილებაზე. ამიტომაც ჩვენ გვრჩება კვლავ კანონმდებლობა, რომელიც უშვებს არაპროპორციული, არაჰუმანური სანქციების გამოყენების შესაძლებლობას მსჯავრდებულთა მიმართ. მივმართავთ პარლამენტს და მივმართავთ ხელისუფლებას იმისთვის, რომ მიღებული იყოს შუალედური პოლიტიკური გადაწყვეტილება და გამოიყენონ ამნისტიის მექანიზმი,“-განაცხადა სოფო ვერძეულმა.   

დღის ამბები