22 აგვისტო 2019,   00:52
ვრცლად
20 ივნისის სისხლიანი დარბევა - აქციაზე დაკავებულები ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება

20 ივნისის სისხლიანი დარბევა - 4 მოქალაქე, რომლებიც აქციაზე დააკავეს ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. ცნობილი მხოლოდ ორი მათგანის ვინაობაა, როგორც მათი ადვოკატები ამბობენ, ბრალს არც ერთი აღიარებს. კახა ღავთაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მედიაში გავრცელებული ვიდეო კადრების მიხედვით დანაშაული არ იკვეთება.

„იყენებს დუმილის უფლებას მით უმეტეს იმ ფონზე, როცა დრეს ველოდებით საქმის მასალების გადმოცემას და ამის შემდეგ გვექნება უკვე მკაფიო პოზიცია.

აღნიშნული ვიდეოს გაცნობა ჩემს მიერ მოხდა, როგორც აღნიშნულ ვიდეოზე ჩანს იგი რეალურად ეხმარება სპეცრაზმელს გადაადგილებას და ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს, რომ არ შეეშალოს ხელი ამ ადამიანს გადაადგილებაში. მე ვფიქრობ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ,“-ამბობს კახა ღავთაძის ადვოკატი ბექა წკრიალაშვილი.

რაც შეეხება დაკავებულ პოლიციელს, მას ბრალი წარდგინა. სპეცრაზმელი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები