22 აგვისტო 2019,   00:15
ვრცლად
"ეს დაჯგუფება ივანიშვილის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა" - ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსს" მოსკოვში ვიზიტის გამო აკრიტიკებს

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაგმოს „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტი და რუს დეპუტატებთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებული განცხადებები. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთობლივად მოქმედებენ, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დროა, დაარეგისტრირონ პარლამენტში ის კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, ხელისუფლების გარდა, ყველა პოლიტიკურ ძალას ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობა აეკრძალება.

გიორგი კანდელაკი-ის სურათის შედეგი„ჩვენი პრეტენზია არის არა ამ დაჯგუფებასთან, არამედ „ქართულ ოცნებასთან“, რადგან სინამდვილეში „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული ოცნება“ არის ერთი და იგივე. ეს დაჯგუფება შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის ლოცვა-კურთხევით. ისინი ერთიანი ფრონტით გამოდიან ყოველთვის გადამწყვეტ მომენტში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთში ჩასვლა ხელს შეუწყობს იმ მოსაზრების განმტკიცებას, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსეთთან ახლო ურთიერთობა უნდა. მათი აზრით, „პატრიოტების“ ვიზიტის გარდა, ამ აზრის ჩამოყალიბებას ხელისუფლების გადაწყვეტილებებიც უწყობს ხელს.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი

„პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი ხელს უწყობს აზრის განმტკიცებას, რომ საქართველოს საზოგადოების ნაწილს სურს რუსეთთან ღრმა კავშირები და რეალურად რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის დაბრუნება, თუმცა „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტის გარეშე, ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც ხელს უწყობს საკუთარი გადაწყვეტილებებით სწორედ იგივე აზრის ჩამოყალიბებას და განმტკიცებას რუსეთში,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის აზრით, „პატრიოტთა ალიანსი“ ქართული ოცნების“ განშტოებაა. მათი თქმით, „პატრიოტებზე“ დაკვირვებით ადვილად მისახვედრია თუ რას წარმოადგენს მოქმედი ხელისუფლება.

ბაჩუკი ქარდავა-ის სურათის შედეგი„როცა ამ პარტიაზე საუბარი, ეს არის, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი განშტოება. ის არ წარმოადგენს მხოლოდ რუსული ძალების დასაყრდენს რაღაც ფორმით საქართველოში, არამედ ის ასევე წარმოადგენს რუსეთთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილის ე.წ. იანუსის მეორე სახეს, რუსულ სახეს და კლასიკურად ჩანს, „პატრიოტებს“ შეხედეთ და თქვენ მიხვდებით კარგად თუ რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. ის ამ ფორმით თამაშობს რუსეთთან მიმართებაში და ცდილობს, შენიღბოს პრორუსული ორიენტაცია და პრორუსული გეგმები, რაც საქართველოსთან მიმართებაში გააჩნია,“ - განაცხადა „საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთში ვიზიტით ოკუპანტის მიმართ პატიების თხოვნას აჟღერებს.

შალვა შავგულიძე-ის სურათის შედეგი„რუსეთს სურს, გააუქმოს ის სანქციები, რომელიც სადამსჯელო ღონისძიების სახით მიიღო ჩვენ მიმართ, თითქოს, გავრილოვის ღამის შემდეგ, მაგრამ იმავდროულად უნდა, ეს გააუქმოს ისე, რომ მან დიდსულოვნად აპატია ქართველ ხალხს და ქართული მხრიდან იყოს თხოვნა და სწორედ ამ პატიების თხოვნას აჟღერებს „პატრიოტთა ალიანსი.“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ.

დღის ამბები