22 აგვისტო 2019,   01:02
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ხელმძღვანელი, ვატო გელაშვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ხელმძღვანელი, ვატო გელაშვილი დააკავა.

გელაშვილი "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა. ორგანიზაციის მიერ ამ დრომდე კორუფციული გარიგებების უამრავი ფაქტია გამოვლენილი.

"ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორება, დაკავება უკავშირება ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობას იმიტომ, რომ ჩვენ, ხელისუფლება უამრავ კორუფციულ გარიგებაში ვამხილეთ და თუ ფიქრობენ, რომ ამით გაგვაჩერებენ, ძალიან ცდებიან,"-განუცხადა კურიერს "შეაჩერე კორუფციის" თანადამფუძნებელმა, ქეთი ენუქიძემ.

დღის ამბები