21 აგვისტო 2019,   23:53
ვრცლად
20 ივნისის მოვლენები - ლაგოდეხის მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსმა, სამსახური დატოვა 

20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მერიის საფინანსო სამსახურის სახაზინო-საბუღალტრო განყოფილების უფროსი სამსახურიდან წავიდა. გია კუდაშვილმა გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადებით მერიას მიმართა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის უღირსი, სამარცხვინო და დანაშაულებრივი მოქმედებების გამო, მას აღარ სურს საჯარო სამსახურში მუშაობა.

კუდაშვილის თქმით, მისი მხრიდან "ქართული ოცნების" მისამართით დემარში ქვეყანაში განვითარებული პროცესები და მერიაში საჯარო მოხელეების მხრიდან 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას გამოთქმული მოსაზრებები გახდა.

ლაგოდეხის მერმა გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკვე გამოსცა. კუდაშვილი მერიაში 2010 წლიდან მუშაობდა. განყოფილების უფროსის პოსტზე კი 2013 წელს დაინიშნა. 

დღის ამბები