21 აგვისტო 2019,   23:55
ვრცლად
ინდოელი მსახიობი, ამერიკელი მოდელი... - “ქართული ოცნების” ბოტები, რომლებიც რეალური ადამიანების იდენტობას იპარავენ

სახელისუფლებო ტროლების არმია - ინდოელი მსახიობი, ამერიკელი მოდელი და ბრიტანელი მომღერალი - “ქართული ოცნების” ბოტები ამ რეალური ადამიანების იდენტობას იპარავენ და მათ ფოტოებს ამოფარებული, შინაგან საქმეთა მინისტრს იცავენ. ისინი სახელისუფლებო გვერდებს იწონებენ და საკუთარ კედლებზე ან კომენტარებში ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ეწევიან. 

ხელისუფლების ტროლები, ვინც ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ facebook-ში გამუდმებით პოსტავენ, მედიის განვითარების ფონდმა გამოავლინა. 39 ტროლიდან 32 სახელისუფლებოა, 7 კი პრორუსული და სიძულვილის ჯგუფის წარმომადგენელი.

ტროლები იპარავენ სხვის იდენტობას სოციალურ ქსელში და დისკრედიტაციას უწევენ ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს, რიგით წვერებს და თესავენ შიშს, რომ ამ აქციებისა და გაბუნიას არაკორექტული გამონათქვამის გამო, რუსეთი ომს დაიწყებს.

ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები, რომლებიც სახელისუფლებო ტროლების შეტევის მთავარი სამიზნე გახდნენ, ამბობენ, რომ ეს ტროლები ისედაც მარტივად იშიფრება და კვალიც ხელისუფლებამდე იოლი დასანახია. ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას ოპონენტებთან ბრძოლის რუსული მეთოდი მოუძველდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები