22 აგვისტო 2019,   00:03
ვრცლად
IRI-ის კვლევები და პოლიტიკოსების ათეულს მიღმა დარჩენილი ივანიშვილი - "ოცნების" პოლიტიკური განაჩენი

ქართველი ხალხის პოლიტიკური განაჩენი „ოცნების“ ხელისუფლებას. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ივანიშვილის გუნდს ღიად ეუბნება, რომ ხალხის ნდობა აღარ აქვს და მმართველ პარტიას მართვის სადავეები ხელიდან ეცლება. "კურიერმა" მოიპოვა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც ქართული ოცნების პოლიტიკური რეიტინგი ნაკლებია, ვიდრე ოპოზიციის, ჯამში.

კვლევის შედეგებით, "ქართული ოცნების" მოსახლეობის მხოლოდ 26% უჭერს მხარს, იმ დროს როცა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგი 22% -ია, ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებს კი 7%-იანი მხარდაჭერა აქვთ. პატრიოტთა ალიანსი და ლეიბორისტები 5-5 %-იან მხარდაჭერას ინაწილებენ. დანარჩენი პარტიების რეიტინგი კი 2%-ს არ აღემატება.

კვლევის ამ შედეგებმა ოპოზიცია ამბობს, რომ ერთიანი პოლიტიკური სურათის აღქმა მარტივადაა შესაძლებელი, რადგან ოპოზიციური ხმები მთლიანობაში 39% -ია.

ეს ციფრები დღეს სავარაუდოდ კიდევ უფრო დრამატულია, რადგან IRI-ის გამოკითხვა 20 ივნისის სასტიკ დარბევამდე ჩატარდა.  

იმაზე, რომ ოცნების ხელისუფლება პოლიტიკურად თითქმის გაკოტრებულია, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის კიდევ ერთი ნაწილი მიუთითებს. პოლიტიკური ფიგურების პერსონალურ რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მოსახლეობის უპირობო ნდობა ჰქონდა, დღეს ათეულის მიღმა დარჩა.

რეიტინგული პოლიტიკოსების ხუთეული ასე გამოიყურება: დავით ბაქრაძე 59%, კახა კალაძე 49%, გრიგოლ ვაშაძე 48%, დავით უსუფაშვილი 41% და შალვა ნათელაშვილიც ასევე 41%. გავრილოვის სისხლიან ღამემდე კი მოწონების მაჩვენებელი დაბალი ჰქონდათ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას -40% -ით, პრემიერ მამუკა ბახტაძეს 38%-ით, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 36%. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის სურათი ბევრად შეიცვლება და "ქართული ოცნებისთვის" მომდევნო სოციოლოგიური კვლევები გავრილოვის სისხლიანი ღამის გათვალისწინებით ბევრად უფრო მძიმე იქნება. 

ქართულმა ოცნებამ კი ტრადიცია არ დაარღვია და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევას უნდობლობა გამოუცხადა. მმართველი პარტია "ოცნების" მძიმე შედეგებს არ იმჩნევს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი არჩვენების დღეს გამოჩნდება.

დღის ამბები