22 აგვისტო 2019,   00:36
ვრცლად
უნდა იყოს გამოძიებული უსწრაფესად - მამუკა მდინარაძე 20 ივნისის მოვლენებზე დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

მმართველი გუნდის წევრები 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე დროული გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. მიუხედავად ამისა, ამ მოვლენებიდან სამი კვირის შემდეგაც გამოძიებას პასუხისმგებელი პირები ჯერ არ გამოუვლენია.

„ქართული ოცნების“  თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძეს განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ძალიან სწრაფად უნდა ჩატარდეს. მდინარაძის თქმით, გამოსაძიებელია რეზინის ტყვიების და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ნაწილი. მისი შეფასებით, ოპოზიციური ძალების მხრიდან გადატრიალების მცდელობა ისედაც ნათელია, თუმცა ამასაც თავისი სახელი გამოძიებამ უნდა დაარქვას.

„ეს არ არის ის საქმე, რომელიც შეიძლება თვეების განმავლობაში და გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაცნაირად ლოდინის რეჟიმში დარჩეს - არა. ეს უნდა იყოს გამოძიებული უსწრაფესად, ძალიან მალე და ჩვენ ველოდებით ამ შედეგებს. ეს რაც შეეხება ტყვიების ნაწილს, გადამეტების ნაწილს და ა.შ.  რაც შეეხება შტურმს, იქ ყველაფერი ნათელია, მაგრამ ამას  გამოძიებამ თავის სახელი უნდა დაარქვას,“- განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები