21 აგვისტო 2019,   23:53
ვრცლად
დაგიმტვრევ მაგას - "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს, რომელიც მეუფე შიოს კითხვას უსვამდა, სტიქაროსნები დაუპირისპირდნენ

დავით-გარეჯის საკითხზე პატრიარქის მოსაყდრე დუმს და „კურიერის“ შეკითვებს გაურბის.

დღეს “რუსთავი2“-ის  გადამღები ჯგუფის წინ სტიქაროსნების ცოცხალი კედელი აღიმართა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. ერთ-ერთი სტიქაროსანი ჟურნალსიტის მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა.

"დაგიმტვრევ ეხლა ამას!"-მიმართა სტიქაროსანმა "კურიერის" ჟურნალისტს, რომელიც მეუფე შიოსგან კომენტარის ჩაწერას ცდილობდა.

ვლაქერონობის დღესასწაულზე ზუგდიდში ჩასულმა მეუფე შიომ ქალაქი ისე დატოვა, რომ მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე არც ჟურნალისტებთან და არც ქადაგებაში არ უსაბრია. ასევე არ გამოხმაურებია სხალთის ეპისკოპოსის პრორუსულ განცხადებებს.

დღის ამბები