15 ოქტომბერი 2019,   21:20
ვრცლად
"ეს ჟესტი მახსენებს ცისფერებს"-თვალზე აფარებული ხელი და "ოცნების" დეპუტატის სკანდალური განცხადება 

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ქუთაისიდან, რომელიც საზოგადოების აღშფოთების მთავარი ობიექტი გახდა. განსაკუთრებული უკმაყოფილება ამჯერად, ადგილობრივი საკრებულოს უმრავლესობის წევრის პოსტმა გამოიწვია. ალეკო ახალაძეს გავრილოვის ღამის სიმბოლო - თვალზე აფარებული ხელი, სექსუალურ უმცირესობას და კრიმინალებს ახსენებს. ეს ჟესტი „გვახსენებს ტკივილს, ცისფერებსა და დამნაშავე პარტიებს, ასევე-გახარიას გმირობას,”-წერს "ქართული ოცნების" წევრი.

ის, რაც სოციალურ ქსელში დაწერა, ალეკო ახალაძემ "კურიერის" კამერასთანაც გაიმეორა. მისი თქმით, მას თვალზე აფარებული ხელი პოლიციელების მიერ ჩადენილ რაიმე დანაშაულს არ ახსენებს. საკრებულოს დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ სახელმწიფომ ჰუმანურობა გამოიჩინა, როდესაც დარბევის დროს დასახიჩრებულ ახალგაზრდებს უმკურნალა.

„ჩემს პოსტში ვთქვი, რომ ეს არის ტკივილი და ეს არის მართლაც მოუშუშებელი ტკივილი პირველ რიგში, მაგრამ აი თვალზე აფარებული ხელი, ჩემში მარტო იმის ასოციაციას არ იწვევს, რომ აქ თითქოს რამე დააშავა პოლიციელებმა. მე მგონია ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან ის დამნაშავეები, რომლებმაც ამ შედეგამდე მიიყვანეს ეს მასობრივი შეტევა ახალგაზრდების და ფაქტიურად ძალიან  ბევრი ახალგაზრდა მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ წარმოუდგენლად დიდი ჰუმანიზმი გამოიჩინა და ძალიან კარგი არის, რომ აი ამ ბავშვებს მაქსიმალურად შეეცადა, რომ ემკურნალა და ასეთი ჩვენ უახლოეს ისტორიაში არ გვახსოვს. რომ არა პოლიციელების მედგარი დამოკიდებულება, დღეს ამ შენობაში უკვე ძალიან დიდი იერიშის და შტურმით შემოსული ნაცები და  ე.წ. ევროპული ნაცები იქნებოდნენ და ფაქტიურად  უკვე ციხეები იქნებოდა სავსე,“-განაცხადა ალეკო ახალაძემ.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ალეკო ახალაძე ერთადერთია, რომელმაც ნანა კოსტავას მხარდაჭერა გამოუცხადა. ნანა კოსტავა ოცნების ის დეპუტატია, რომელმაც ლაგოდეხის ნაკრძალში დაღუპული გოგონას სიკვდილზე სიძულვილით სავსე პოსტი გამოაქვეყნა.
 

დღის ამბები