16 ივლისი 2019,   18:38
ვრცლად
მინდა გირჩიოთ ყველას, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები, ეს დიდი მადლი და ძალაა - ილია მეორე

„მინდა გირჩიოთ ყველას, გიყვარდეთ ერთმანეთი,“ - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას შეკრებილებს.

ილია მეორემ მრევლს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა.

„მინდა გირჩიოთ ყველას, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ოჯახი, გიყვარდე მეუღლე და შვილები, ეს დიდი მადლია და დიდი ძალაა. არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, თავის თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავისი თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება,“ - განაცხადა ილია მეორემ.

დღის ამბები