16 ივლისი 2019,   19:05
ვრცლად
თუ არ ვცდები, გავაკეთე განცხადება, ისე უფრო მეტწილად, მაჟორიტარი დეპუტატი ვარ - ელგუჯა გოცირიძე

„კურიერი“ იმ დეპუტატებს დაუკავშირდა, რომელთაც მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ხმა არ ამოუღიათ და განცხადება არ გაუკეთებიათ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევიდან ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" 16 დეპუტატს ერთი წლის განმავლობაში არც ერთხელ, არც ერთ საკითხზე არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ მდივანი, ელგუჯა გოცირიძე „კურიერთან“ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ სესიაზე განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს. მიუხედავად ამისა, ტყიბული - თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო საქმიანობას და ფუნქციას კარგად ასრულებს.

ელგუჯა გოცირიძე-ის სურათის შედეგი„მე მგონი, გავაკეთე, თუ არ ვცდები, რამდენჯერმე განცხადება. მე ვფიქრობ, გავაკეთე, ასე მახსოვს. ისე, უფრო მეტწილად, მე მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და მაჟორიტარული საქმიანობით ვარ დაკავებული,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ მდივანმა, ელგუჯა გოცირიძემ. 

ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ მდივანმა, გიორგი თოთლაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გასაჯაროებულ მონაცემებს არასწორ ინფორმაციას უწოდებს. ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, არაერთხელ გაუკეთებია ტრიბუნიდან განცხადება.

გიორგი თოთლაძე-ის სურათის შედეგი„მცდარი ინფორმაციაა. მე ჩემი რაიონის და მუნიციპალიტეტის, თითქმის, ყველა საჭირბოროტო საკითხზე, რითაც უნდა ვისარგებლო და რაც უნდა ვთქვა, ყოველთვის ვსარგებლობ მე ჩემი ტრიბუნით. შეგიძლიათ, უფრო კარგად გადაამოწმოთ და ნახავთ, რომ მე ტრიბუნით ვსარგებლობ და არ არის ეგრე, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ იძახის. გამიკვირდა ძალიან, მე არაერთხელ გამოვსულვარ განცხადებით არაერთ თემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ მდივანმა, გიორგი თოთლაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრი, ლევან ბეჟანიძე კი ამბობს, რომ პლენარულ სესიაზე განცხადებას არ აკეთებს, თუმცა კომიტეტებზე აქტიურად მუშაობს. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის შეფასებით, მისი საქმიანობა პარლამენტში აქტიურია

დაკავშირებული სურათი„მე პლენარული განცხადებებისთვის ნაკლებად მცალია. ნახეთ, მაგის ჩანაწერებიც არსებობს, კომიტეტებზე ძალიან აქტიურად ვთვლი ჩემს თავს. კომიტეტზე ვარკვევთ სიტუაციას, რაც გაუგებარია, ყველაფერს გავდივართ კომიტეტის სხდომაზე, სასესიოდ მე პრობლემა არ მქონია. მე პრობლემა ჩემს საქმიანობაში არ მქონია,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრმა, ლევან ბეჟანიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა და მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ კი „გამჭვირვალობის“ მონაცემებთან დაკავშირებით ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა.ვიქტორ ჯაფარიძე-ის სურათის შედეგი

„არ გელაპარაკები,“ - მიმართა ჟურნალისტს დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ.

 

დღის ამბები