16 ივლისი 2019,   18:19
ვრცლად
„მე რატომ უნდა გიპასუხოთ?"- ჩუგოშვილს გახარიას სკანდალურ განცხადებებზე პასუხი არ აქვს 

„ვერ გეტყვით არ ვიცი,“-ასეთია თამარ ჩუგოშვილის პასუხი კითხვაზე, იმყოფებოდნენ თუ არა ელჩები 20 ივნისს პარლამენტის შენობაში, როგორც ეს გიორგი გახარიამ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ მას ინფორმაცია ამის თაობაზე არ აქვს.  

თამარ ჩუგოშვილი 20 ივნისთან დაკავშირებულ არც სხვა კითხვებს პასუხობს. მაგალითად, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული იმაზე, თუ რა სახის ოპერაციას გეგმავდა გიორგი გახარია - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ის არ არის კითხვის ადრესატი.

„მე რატომ უნდა გიპასუხოთ თქვენ კითხვაზე ვერ ვხვდები,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები