15 ოქტომბერი 2019,   21:10
ვრცლად
შს მინისტრის პასუხები უნისონში ვერ იქნება იმ ემოციასთან, რაც გააჩნია ჟურნალისტს ან პოლიტიკოსს - გიორგი ვოლსკი

„შს მინისტრის ინფორმაცია, მისი პასუხები უნისონში ვერ იქნება იმ ემოციასთან, რაც გააჩნია ჟურნალისტს ან პოლიტიკოსს,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მან ოპონენტებიც გააკრიტიკა, რომლებიც გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.

„ვერასდროს, ვთქვათ, შს მინისტრის ინფორმაცია, მისი პასუხები უნისონში ვერ იქნება იმ ემოციასთან, რაც გააჩნია ვთქვათ, ჟურნალისტს ან პოლიტიკოსს, იქნება ეს ოპოზიციაში თუ იქნება უმრავლესობაში. ასე, რომ მთავარი თემა გამოიკვეთა მაინც, დაინტერესებული დაინახავდა სახელმწიფოს დამოკიდებულებას საკითხებისადმი და განსხვავებები იმ ადამიანთა პოლიტიკისგან, რომლებიც დღეს ყველაზე აქტიურები არიან გახარიას წინააღმდეგ, როდესაც სახელმწიფომ მოახდინა დაშლის დროს ადამიანების არა მარტო ფიზიკური დაშავება, მოკვდინება, არამედ გადაიღო ეს და კუბოს სახურავი არ აახდევინეს ჭირისუფალს. იცით თქვენ ამის თაობაზე და ახლა რა გადაცდომებიც მოხდა, ამაზე სასაუბროც არის, სალაპარაკოც არის და გამოსაძიებელიც არის, რასაკვირველია,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები