15 ოქტომბერი 2019,   20:24
ვრცლად
ვარკეთილში, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია

აფეთქება ვარკეთილში - ამ დროისთვის, შედარებით სტაბილურია, სამი დაშავებულის მდგომარეობა, რომლებმაც დაზიანებები ვარკეთილში, ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მიიღეს.

ვარკეთილის დასახლებაში, ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობმა პირმა, გუშინ ღამით ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეაგდო, რასაც აფეთქება მოჰყვა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ინციდენტს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება მამაკაცებს შორის, რაც მძიმე შედეგით დასრულდა.

"ბიჭებით გარეთ ჩხუბობდნენ, ბიჭების ხმა ისმოდა და რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ 15 წუთში მოხდა აფეთქება. ორი ბიჭი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ერთს მუხლთან ჰქონდა გადაგლეჯილი და ზურგზე ჰქონდა ჭრილობები,"-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

3 დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, თუმცა შს სამინისტროში ამბობენ, რომ ეს პირი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და მას კავშირი აფეთქებასთან არ აქვს. როგორც უწყებაში აცხადებენ, იდენტიფიცირებულია სავარაუდო დამნაშავე.

ფაქტზე გამოძიება სისხლის ამართლის კდოექსის, 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

დღის ამბები