20 თებერვალი 2020,   09:38
ვრცლად
ხმაური შეკვეთილში - აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკთან გადაინაცვლეს და შიგნით შესვლას ითხოვდნენ

ხმაურია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც მეოთხე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკთან გადაინაცვლეს და შიგნით შესვლას ითხოვდნენ, რის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

„რომ გადატყავებული აქვს ენა მთელ მსოფლიოში და ყვირის და მისი მთავრობა, რომ ხალხისთვის აკეთებს, გადათხარა საქართველო, შეჭამა ბიუჯეტი, ხალხის ფულით აკეთებს ამას, ჯიბის ფულით არ აკეთებს ნამდვილად. ვნახო მინდა, რა გააკეთა, ხეებს ვნახავ, რას ვშვრებით ასეთს, რას ვითხოვთ. ხალხისთვის არისო და ხალხისთვის თუ არის, რატომ არ გვეძლევა შესვლის საშუალება, ვერ ვხვდებით,“ - ამბობს აქციის მონაწილე.

მოქალაქეების თქმით, ივანიშვილის დაპირების თანახმად დენდროლოგიური პარკი 2018 წელს საზოგადოებას უნდა გადასცემოდა, თუმცა ტერიტორია შემოღობილია და იქ უცხო პირთათვის შესვლა აკრძალულია.

"ელემენტარული, უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი მოთხოვნები. მაქსიმალურად, ჩვენ ხელებაწეულს მშვიდად გვინდა მოვინახულოთ აჭარიდან მოპარული ხეები," - მიმართა სამართალდამცავს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

რაზეც პასუხად, სამართალდამცავმა უთხრა, რომ რა თემაზე საუბრობს აქციის მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან აქციების პარალელურად, 3 მოქალაქე შიმშილობს. ისინი რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს სოლიდარობას უცხადებენ.

დღის ამბები