22 იანვარი 2020,   21:05
ვრცლად
მონების რიგი დავინახეთ მთავრობის ადმინისტრაციაში, რომლებიც ცხვრებივით ჩამოალაგეს და აძახებინეს, რა მაგარია გახარია - უდუმაშვილი

„დღეს იყო „ქართული ოცნების“ სირცხვილის მორიგი დღე, დღეს მონების მორიგი რიგი დავინახეთ მთავრობის ადმინისტრაციაში, რომლებიც ცხვრებივით ჩამოალაგეს ტრიბუნასთან და ყველას  აძახებინეს, რა  მაგარია გახარია,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.  

ოპოზიციის წევრი რუსთველის გამზირზე იმყოფება, სადაც გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ზალიკო უდუმაშვილი მამუკა ბახტაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა. ოპოზიციის წევრის თქმით, მინისტრები ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ. უდუმაშვილმა მათ მონები უწოდა. 

უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აუცილებლად გადადგება.

"როგორც დღეს ჩაინიშნა ბრიფინგი და ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ გახარია არ გადადგება, დარწმუნებული ვარ, ხვალ ან ზეგ ისევ ჩაინიშნება ბრიფინგი, სადაც გახარია გამოვა და იტყვის, რომ გადავდექიო. ასე მოგიწევთ ყველას სათითაოდ პასუხისგება,“ - აღნიშნა უდუმაშვილმა. 

მისი თქმით, ხელისუფლებას უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. 

„გუშინ რომ ავიდა კოლონა აქედან ივანიშვილის სასახლესთან, ვხედავდი როგორ ყანყალებდა შიშისგან მინები შუშის კოლბაში. ხშირად ამოვალთ, ყოველ დღეს  ამოვალთ, სანამ არ ჩამოიშლება მთლიანად თქვენი ხელისუფლება,“ - აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები