22 იანვარი 2020,   20:40
ვრცლად
საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიება - ევროკავშირის ქვეყნების ელჩები 20 ივნისის მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიება ჩატარდეს.

„საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარება 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ასევე ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი. ომბუდსმენის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები