22 იანვარი 2020,   22:15
ვრცლად
გახარია ისეთი რიხიანი ვეღარ არის - სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი

რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ბევრი მუსიკოსი და ხელოვანი წარდგება შეკრებილების წინაშე, ასევე იქნება სიტყვით გამოსვლებიც, თუმცა შედარებით მცირე დოზით.

აქციის ორგანიზატორი ამბობს, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. აქცია, დაახლოებით, ნახევარ საათში დაიწყება. 

"თვითონ გახარიას ტონიც, იგრძნობოდა, რომ ისეთ ვეღარ არის, თვალს რომ გვიკრავდა და ძალის დემონსტრირებას რაღაცნაირად ასე გვაჩვენებდა, ისეთი რიხიან ვეღარ არის. კონტრაქციაზე იფიქრეს, გეგმავენ. ინფორმაცია შემოაგდეს, რომ გავრილოვი უნდა ჩამოვიდეს, ახლა დაიწყეს გახარიას კარგ ტიპად წარმოჩენა. ერთი მხრივ თქვა, რომ გავრილოვს არ შემოვუშვებო, არადა ერთი კვირის წინ შემოუშვა და ზარზეიმით დახვდნენ - სრული აბსურდი. ასევე გვითხრა, რომ კონტრაქცია არ იქნებაო. მეტი დისკომფორტის შექმნას ვგეგმავთ სანამ სამსახურში მოვალთ ხოლმე, სადაც იქნება გახარია, ვაპირებთ, რომ შეძლებისდაგვარად მეტნი მივიდეთ, ისევ ისე, რომ კანონი არ დავარღვიოთ. შევძლებთ აქ დგომით იმას, რომ ამის მერე საქართველოში ვერცერთი ხელისუფლება, ვერცერთი მინისტრი, ვერცერთი სპეცრაზმელი ვეღარ გაბედავს დამიზნებით სროლას და ადამიანების დაბრმავებას,“ - განაცხადა მაქარაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები