29 მარტი 2020,   07:03
ვრცლად
ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს არც ერთ მედიას საფრთხე არ ემუქრება - ასე ეხმაურება "ქართული ოცნება" ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადებას. არჩილ თალაკვაძის თქმით, "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ არხს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლება ტელეკომპანიაში შესვლას გეგმავს. “ოცნების“ ლიდერი აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ ეს განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მუხტის შესანარჩუნებლად გააკეთა.  

"მას შემდეგ რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან "რუსთავი 2- ის" დასაცავად. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოს, არც ერთ მედიას არ ემუქრება. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე," -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები