29 მარტი 2020,   06:07
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის გზატკეცილზე - დაშავებულია 10 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის გზატკეცილზე - დაშავებულია 10 ადამიანი. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ლექსუსის ტიპის ავტომობილი და სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

"რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

დღის ამბები