06 აპრილი 2020,   07:11
ვრცლად
მან პოლიტიკურად უნდა აგოს პასუხი - გიორგი მშვენიერაძე შს მინისტრის შესახებ 

მან პოლიტიკურად უნდა აგოს პასუხი - ეს განცხადება გიორგი მშვენიერაძემ გააკეთა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმ მოთხოვნების შესახებ საუბრობს, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ. გიორგი მშვენიერაძე ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მან "კურიერთან" კომენტარი გააკეთა. 

„ეს არის მოთხოვნები, რომელიც დაკავშირებულია, პირველ რიგში, ბატონი გახარიას გადაყენებასთან. ეს არ არის რაღაც პიროვნული გაჯინიანება, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფორმა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე და ბატონი გახარია გაათავისუფლოს თანამდებობიდან. გაათავისუფლოს იმიტომ, რომ ჩვენ რაც აქ ვნახეთ, ადამაინების სახეში დამიზნებით, რეზინის ტყვიების სროლა არა იმიტომ რომ ეს ადამიანები დაშლილიყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ეს ადამიანები დაშინებულიყვნენ და დასახიჩრებულიყვნენ. ამის გამო, მან პოლიტიკურად უნდა აგოს პასუხი. ამავდროულად ჩვენ მოვითხოვთ დაკავებული პირების გათავისუფლებას,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. 

მშვენიერაძე ლევან მურუსიძეს მოუწოდებს, გაათავისუფლოს დაკავებული ადამიანები, რომლებიც „უსამართლო სასამართლოს“ გადაწყვეტილებით დაპატიმრებული არიან.

გარდა ამისა, კიდევ ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება.  

დღის ამბები