29 მარტი 2020,   06:57
ვრცლად
ეს ქვეყანა წარმატებული ვერ იქნება თუკი გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომლეიც პასუხს არ აგებს შეცდომებზე - ეკა გიგაური

ეს ქვეყანა წარმატებული ვერ იქნება თუ კი ჩვენ გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც პასუხს არ აგებს თავის შეცდომებზე - ეს განცხადება "საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. ეკა გიგაური, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება, "კურიერთან" აცხადებს, რომ სამართლიანობის აღსადგენად აუცილებელია, ყველა ადამიანი დღეს იდგეს რუსთაველზე.

„მიუხედავად პარტიული გემოვნებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მოვიდეს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. ეს მოთხოვნები ხომ ყველასთვის არის, ეს ხომ არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ იყოს პროპორციული არჩევნები და შემდეგ, ვისაც აირჩევს ხალხი, ის იყოს მთავრობაში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაური მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ წამოეგებიან იმ პროპაგანდას, რომელიც სოციალურ ქსელში მიმდინარეობს, თითქოს, აღნიშნული აქცია პარტიული ხასიათისაა.

„დეზინფორმაციას ავრცელებენ იმ სპიკერებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოდიან ამ აქციაზე. ეს არის სირცხვილი და ესეთ მეთოდები იყენებს რუსეთი,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები