23 ივლისი 2019,   07:21
ვრცლად
რამდენიმე საათი შვილის გადასარჩენად - მძიმედ დაჭრილი 18 წლის ბიჭის დედა, ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს

ცივი იარაღით დაჭრილი 18 წლის ლუკა ფაცურიას დედა, ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, შვილის მდგომარეობა კრიტიკულია, ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია და აუცილებელია მისი გადაყვანა საზღვარგარეთ.

დასავლეთის რეგიონალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის ცოტნე სამადაშვილის თქმით, 7 ივნისს დაჭრილ პაციენტს, პირველადი ოპერაციები ლანჩხუთში ჩაუტარდა, შემდეგ მოხდა მისი გადმოყვანა ქუთაისში. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მშობლებს მისცეს არჩევანის საშუალება ან გადაეყვანათ დაჭრილი რომელიმე სხვა კლინიკაში, ან მას ადგილზე ჩატარებოდა საჭიროების მიხედვით რამდენიმე განმეორებითი ოპერაცია.

გადაწყვეტილების მსიარებად მშობლებს მხოლოდ რამდენიმე საათი აქვთ.

დღის ამბები