15 დეკემბერი 2019,   13:52
ვრცლად
ნიუ-ჯერსის საერთაშორისო აეროპორტის ბილიკზე თვითმფრინავი მოცურდა 

ნიუ-ჯერსის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა რამდენიმე საათით პარალიზებული იყო. მიზეზი ბილიკზე თვითმფრინავის მოცურება გახდა. ინციდენტი აეროპორტში ავიაკომპანია "იუნაითიდ ეარლაინსის" სამგზავრო ლაინერის დაშვების დროს მოხდა.

შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 166 მგზავრიდან არავინ დაშავებულა. თვითმფრინავი რეისს დენვერიდან ასრულებდა. მომხდარის გამო ნიუ-ჯერსის აეროპორტში ათობით რეისი გადაიდო. 
 

დღის ამბები