24 აგვისტო 2019,   01:50
ვრცლად
იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა

96 წლის ასაკში ლეგენდარული იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა. ის რომში, საკუთარ სახლში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დაიღუპა.

რეჟისორთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია 17 ივნისს რომის მერიის შენობაში გაიმართება, რის შემდეგაც მას მშობლიურ ფლორენციაში გადაასვენებენ.

ფრანკო ძეფირელიმ სახელი შექსპირის ნამუშევრების ეკრანიზაციით გაითქვა. 1967 წელს ელიზაბეტ ტეილორის მონაწილეობით "ჭირვეულის მორჯულება" გადაიღო, 1968 წელს კი ოსკარზე წარადგინეს ფილმისთვის "რომეო და ჯულიეტა".

ოსკარზე ორგზის ნომინირებული ძეფირელი ორი ვადით მსახურობდა იტალიის სენატშიც, მიღებული აქვს "ემის" ორი ქანდაკება და ბრიტანული კინოაკადემიის "ბაფტას" ჯილდოც.

ფრანკო ძეფირელი 2004 წელს პირველი იტალიელი გახდა, რომელსაც ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ რაინდის წოდება მიანიჭა.

დღის ამბები