15 დეკემბერი 2019,   14:42
ვრცლად
თაობები არ აპატიებენ და დაწყევლიან ამ ანტიქრისტეებს მართლა - ლაშა ბუღაძე

მწერლები მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. ლაშა ბუღაძე რუსულ კვალზე საუბრობს. მისი თქმით, სწორედ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესში შედის საქართველოში რეალობის არევა.

„რასაკვირველია, რუსეთი, ФСБ, КГБ, რომელმაც ინსტრუმენტად აქცია, ნაწილობრივ, ეკლესიაც, იყენებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში არის რეალობა, აგვირიოს ქვეყანა და ამისთვის ჰყავს ასეთი ინსტრუმენტები, პოპულისტები, დემაგოგები, რომლებიც ძალიან სახიფათოდ ეთამაშებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. თაობები არ აპატიებენ და დაწყევლიან ამ ანტიქრისტეებს მართლა, ვითომ ქრისტეს სახელით რომ ლაპარაკობენ. არ უნდა მოტყუვდეს, მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება და არც მოტყუვდება,“ - აცხადებს ლაშა ბუღაძე.

დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.

 

 

დღის ამბები