18 ნოემბერი 2019,   14:14
ვრცლად
მყინვარწვერის მთა 7 მეტრით უფრო მაღალი აღმოჩნდა

მყინვარწვერის მთა 7 მეტრით უფრო მაღალი აღმოჩნდა. მთის სიმაღლე რეალურად 5054 მეტრია. სიმაღლე, სკი-ტურინგის ინიციატივით, თავიდან გაიზომა და ახალი ტექნოლოგიების საშუალებით დადგინდა.

მყინვარწვერი პირველად გასული საუკუნის 60-იან წლებში გაზომეს და 5047 მეტრით განისაზღვრა, 80-იანი წლების მონაცემებით, კი მთის სიმაღლე 5033 მეტრი იყო.

სკი-ტურინგის წარმომადგენლების შეფასებით, ახალი მონაცემების დადგენა ტურისტების ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

დღის ამბები