12 დეკემბერი 2019,   22:43
ვრცლად
საგანგაშო სცენარი - მწერლები მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს აფასებენ

საგანგაშო სცენარი - მწერლები მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს აფასებენ და ხელისუფლებას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

მწერალი, ნენე კვინიკაძე ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მოწოდებით „ქუდზე კაცი“ საზოგადოებას ლგბტ თემის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. ნენე კვინიკაძე აღნიშნული მოძრაობის ქმედებებში რუსეთის ინტერესებს ხედავს. 

Image may contain: Nestan Nene Kvinikadze, sitting„ძალიან საეჭვო არის ხოლმე ის გარემოება, როდესაც ამ ადამიანებს, მოწოდებით „ქუდზე კაცი გავიდეთ“, ვერ ვხედავთ მაშინ, როდესაც მართლა ქუდზე კაცია ხოლმე საჭირო. ქუდზე კაცი უნდა გადიოდეს მაშინ, როდესაც სიღარიბის ყველა კოეფიციენტს ქვემოთ ჩავედით, როდესაც მაღაროელების ამბები იყო. ცალსახა არის, რომ ეს არის მართული პროცესი, პირველ რიგში, ყველაზე, მეტად ვისაც არ უნდა ჩვენი კარგად ყოფნა, ეს არის რუსეთი, რუსეთს ჰყავს თავისი აქტიური მოთამაშეები, დაფინანსებული, ძალიან ზუსტად შერჩეული. ასე, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ძალიან დიდი ხნის წინ დაწყებული თამაშის გაგრძელება, ერთ-ერთი სერია, შეიძლება ასე ვთქვათ,“ - განაცხადა ნენე კვინიკაძემ.

მწერალი ქეთი დევდარიანი ამბობს, რომ საზოგადოებამ ლევან ვასაძის მოწოდებებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

Image may contain: 1 person„ეს არის ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება და ვისაც ან ეს ქვეყანა უყვარს, ან თავისი ოჯახი ან შვილები და უნდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში იცხოვროს, ამ რუსეთის დავალებების შემსრულებელ კაცს არ უნდა აყვეს არაფერში,“ - განაცხადა ქეთი დევდარიანმა.

დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.

 

დღის ამბები