24 აგვისტო 2019,   02:55
ვრცლად
მამა ავტომანქანით 2 წლამდე შვილს შემთხვევით დაეჯახა

ტრაგედია გორში - ბავშვს, რომელიც ეზოში თამაშობდა, შემთხვევით მანქანა დაეჯახა, რომელსაც ბავშვის მამა მართავდა. ის ავტომობილის მობრუნებას ცდილობდა, თუმცა პატარა ვერ დაინახა და დაეჯახა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში მოხდა.

ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. იქ იმყოფება ოჯახიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის შემადგენლობა.

 

დღის ამბები