24 აგვისტო 2019,   02:27
ვრცლად
ვასაძე, ლორთქიფანიძე დაკავშირებულები არიან პუტინთან, ქადაგებენ ძალადობას - გიგა ბოკერია

ვასაძე, ლორთქიფანიძე, ეს ხალხი პირდაპირ არის დაკავშირებული პუტინთან, პირდაპირ ქადაგებს ძალადობას - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

ბოკერიას მტკიცებით, ლგბტ თემის კონტრაქციის ორგანიზატორი ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები რუსეთიდან არიან მართულები, რომელსაც სურს დესტაბილიზაცია. ამ მცდელობას კი, ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური პასუხი ვერ გასცა.

„კონტრაქციის ორგანიზატორები, პირველ რიგში, ვასაძე, ლორთქიფანიძე, არიან საქართველოში თითოეული ადამიანის თავისუფლების მტრები, არა მხოლოდ უმცირესობების, არამედ ყველასი და მთლიანად საქართველოს თავისუფლების მტრები. ეს ხალხი პირდაპირ არის დაკავშირებული პუტინთან, პირდაპირ ქადაგებს ძალადობას და იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ხელისუფლება, სადაც საჭიროა, იქ მიმართავდეს ადეკვატურ ზომებს, როდესაც ხდება ღია მოწოდება ძალადობისკენ და ძალადობას მერე ჩადიან, იქ ლიდერები დააკავოს, ამის მაგივრად შუამავლის როლს ირგებს, რითიც, პრაქტიკულად, პრივილეგიას ანიჭებს მოძალადეებს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები