24 აგვისტო 2019,   02:19
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელმაც "თბილისი პრაიდის" წევრს სახეში გაარტყა

მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მონაწილე ცდილობდა პოლიციის კორდონს მიღმა გასვლას, 2 უცხოელ მხარდამჭერთან მისასვლელად.

სწორედ ამ დროს მას "ქართული მარშის" წარმომადგენელი დაეწია და სახეში გაარტყა. სამართალდამცავებმა ამ დროისთვის დაუდგენელი პირი, ადგილზე აიყვანეს და ტერიტორიას გაარიდეს.

ეს დღეს "ქართული მარშის" წევრის დაკავების უკვე მეშვიდე შემთხვევაა. ცოტა ხნის წინ 6 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი, გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი, ალექსანდრე ფალავანდიშვილია. 

დღის ამბები