24 აგვისტო 2019,   02:43
ვრცლად
მწვავე დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებებით გაგრძელდა

მწვავე დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებებით გაგრძელდა. პოლიციამ ლგბტ თემის მოწინააღმდეგე კონტრაქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავა, რაც ერთ-ერთმა შეკრებილების მიმართულებით გაურკვეველი საგანი ისროლა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ვითარება რამდენიმე საათის წინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც ინგოროყვას ქუჩაზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და კონტრაქტივისტები გამოჩდნენ. ლგბტ თემს კონტრაქტივისტებმა  მშვიდობიანი აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

მათ ლგბტ თემის წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვება შეძახილების ფონზე მოსთხოვეს. სამართალდამცველებმა კი აქციის ორგანიზატორი, რომლიც საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავდა, ტერიტორიიდან გაიყვანეს.

სამართალდამცველების გადაწყვტილებას უფლებადამცველების პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, პოლიციამ დღეს ლგბტ აქტივისტების გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა დღეს ლევან ვასაძეც, რომელიც კონტრაქციის ორგანიზატორია. ვასაძე ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ აქციებს აანონსებს, სამოქმედო გეგმაზე კი საუბარს ხვალ აპირებს.

მთავრობის კანცელარიასთან ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. პარალელურად, ადგილზე რჩებიან ლგბტ თემის და კონტრაქციის წარმომადგენლები.

ავტორი: ნათია ჟამერაშვილი.

დღის ამბები