24 აგვისტო 2019,   03:04
ვრცლად
"ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ არ დავუშვათ სიბილწის და სიბინძურის საჯარო ზეიმი საქართველოში,"-ლევან ვასაზე "თბილისი პრაიდზე" საუბრობს

"ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ არ დავუშვათ სიბილწის და სიბინძურის საჯარო ზეიმი საქართველოში, არცერთი ფორმატით არასოდეს - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ლევან ვასაძემ გააკეთა. ის სწორედ იმ აქციას უერთდება, რომელიც "თბილისი პრაიდის" აქციის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. ერთმანეთის პარალელურ 2 აქციას პოლიციის კორდონი ყოფს.

"ეს ხალხი ვინც ამას აპირებს, უცხოელი ელჩების ჩათვლით ვინც ახდენს ზეწოლას ჩვენს სახელმწიფოზე, არიან დმნაშავეები იმაში, რომ ერევიან ჩვენი ქვეყნის საქმეში და ახდენენ პირდაპირ პროვოკაციას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ... თუკი ჩვენ, საქართველოში სოდომის უკიდურესი სექსუალური გარყვნილების ნორმებს დავამკვიდრებთ, შეგვიძლია დავემშვიდობოთ გამთლიანებას, იმიტომ რომ ოსები და აფხაზები არასდროს არ მოინდომებენ ჩვენთან გაერთიანებას... წესები ჩვენ დაგვიდგინა არა ჯორჯ სოროსმა და მსგავსმა ჭინკებმა..."-აცხადებს ლევან ვასაძე.  ​

ვასაძემ განაცხადა, რომ ის ხვალ სპეციალური ვიდეომიმართვით დაანონსებს ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციის დროს და ადგილს. ვასაძე განმარტავს, რომ სწორედ ამ აქციაზე გაჟღერდება სამოქმედო გეგმა, თუ როგორ დაუპირისპირდებიან ისინი მათი თქმით, ანტისახელმწიფოებრივ პროვოკაციებს.

 

დღის ამბები