24 აგვისტო 2019,   02:50
ვრცლად
საბიუჯეტო თაღლითობა, რომლის მფარველადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ასახელებენ

საბიუჯეტო თაღლითობა, რომლის მფარველადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ასახელებენ. არასამთავრობო სექტორმა გაშიფრა სქემა, რომლითაც სახელმწიფოს მილიონები კერძო ბიზნესში გადადის.

ასობით მილიონი ლარით ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად ზარალდება. „ჰაბ ჯორჯიაში" ამტკიცებენ, რომ თაღლითობის უკან ოთარ ფარცხალაძე და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული სხვა პირები დგანან.

თაღლითურ სქემაში ათობით ხელოვნურად შექმნილი კომპანია მონაწილეობს და ასეთი სქემით მუშაობს - მაგალითად:

შპს დეკლარაციაში მიუთითებს, რომ ექსპორტზე 4 000 000 ლარის ღირებულების პროდუქტი გაიტანა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია 720 000 ლარი ანუ ბიუჯეტში გადახდილი დღგ დაუბრუნოს. მაქინატორებს თანხა ბიუჯეტიდან ფულის სახით არ გააქვთ, ამ თანხით იმპორტირებულ ტვირთებს აბაჟებენ, ძირითადად ნავთობსა და ხორბალს.

იმაზე, რომ თაღლითობის გამო ფიქტიურად შექმნილი კომპანიების ხარჯზე ბიუჯეტი სოლიდურად ზარალდება, „რუსთავი 2“ რამდენიმე კვირის წინ საუბრობდა. ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო, თუმცა, ინფორმაციის მიღებაზე „კურიერმა“ უარი მიიღო.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სავარაუდოდ აჟიოტაჟის ჩასახშობად ხელისუფლებამ სქემის რამდენიმე მონაწილე გაწირა, თუმცა გამოძიება არ ეხება მთავარს - ოთარ ფარცხალაძეს. 

„კურიერმა“ სცადა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებაც, თუმცა ყოფილი მთავარი პროკურორი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

დღის ამბები